დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ საკრებულოს წევრებს "დასაქმების ბიუჯეტი" წარუდგინა.
გიგი უგულავას განცხადებით, ბიუჯეტი თბილისელების დასაქმებაზეა ორიენტირებული
უგულავას თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე", რომელიც ისტორიული უბნებისა და მისი შემოგარენის, სახლებისა და შენობების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
დასაქმების ბიუჯეტი 700 ათასი ლარით არის განსაზღვრული.
"თბილისი უკეთესი ქალაქია, ვიდრე იყო 4 წლის წინ, უკეთესი განათებით, გზებით, სისუფთავით, ტრანსპორტითა და სათამაშო მოედნებით, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით თბილისელების დასაქმების კუთხით. ეს არის დასაქმების ბიუჯეტი, შექმნილი იმისათვის, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს", _ განაცხადა გიგი უგულავამ.