საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტი სერიოზულ საფუძველს წარმატებული განვითარებისთვის, როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის.
„გასული კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოსთვის წარმოადგენს საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტმა ძალიან თბილ და კარგ ატმოსფეროში ჩაიარა. უნდა აღინიშნოს ის მკაფიო პოზიტიური გზავნილები, რომელმაც გაიჟღერა მის გამოსვლაში. ეს არის სრული და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული არჩევანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მოწოდება რუსეთის მხარის მიმართ, რომ მან კონსტრუქციული მიდგომა გამოიჩინოს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები და უზრუნველყოფილ იქნეს მშიდობა და ყველა პირობა საქართველოს და რეგიონის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის", - განაცხადა ვაშაკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზი საქართველოს 7 ოქტომბერს სტუმრობდა. ის საქართველოს პრეზიდენტთან ერთად თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდა.