თბილისში, შარტავას ქუჩაზე 71 წლის ქალი მე-5 სართულიდან გადმოვარდა. ინციდენტის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და კრიმინალისური სამსახურის თანამშრომლები ამ წუთებში არიან მობილიზებული.
ერთი საათის წინ საცხოვრებელი ადგილის ეზოში მეზობლებმა 71 წლის ასაკის ქალის ცხედარი იპოვეს. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალბატონი საკუთარი სახლის აივნიდან გადმოვარდა. თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომ ქალბატონმა თავი მოიკლა. მეზობლები ყვებიან, რომ მას 7 ოქტომბერს მეუღლე გარდაეცვალა, რის სემდეგაც მას ნერვული სტრესი ჰქონდა.
71 წლის ქალბატონის სიკვდილის მიზეზებს პოლიცია დაადგენს.