2009 წლის III კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით საქონლის ექსპორტი 24.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 96.4 მლნ აშშ დოლარით. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს,
სებ-ის ინფორმაციით, ექსპორტ-იმპორტის ზრდის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი გაღრმავდა და 583.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - 14.1 პროცენტით მეტი წინა კვატალთან და 34.7 პროცენტით ნაკლები, 2008 წლის III კვარტალთან შედარებით.