კალიფორნიის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შტატის ტერიტორიაზე მცხოვრებ არალეგალებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ღირებულებას გადაუხდის.
ადგილობრივი ხელისუფლების გათვლებით, ახალი კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში 2013 წლიდან შევა, 2500 საუკეთესო "მოსწავლე იმიგრანტი" კალიფორნიის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლის. აღნიშ§ული ინიციატივის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ახალი კანონი შესაძლოა გახდეს მაპროვოცირებელი სხვა ემიგრანტებისთვის, რომლებიც აშშ-ს ტერიტორიაზე არალეგალურად შესვლას შეეცდებიან.