ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი იაპონიის ქალაქ ფუკუსიმაში ჩავიდა.
სააგენტოს სპეციალისტები შეაფასებენ მიმდინარე წლის მარტში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები აღნიშნული მისიით ფუკუსიმაში მეორედ ჩავიდნენ.
შეგახსნებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში იაპონიაში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, რომელსაც ტექნოლოგური კატასტროფაც მოყვა ათასობით ადამიანი დაიღუპა.