ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა სამი ქართველი - გაიოზ გულიტაშვილი, მურად მაჭარაშვილი და ვაჟა საური გაანთავისუფლა. ამის შესახებ "კავკაზსკი იუზელი" იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, მათ ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებოდათ.
შეგახსენებთ, რომ ქართველები სოფლების, მეჯვრისხევისა და პერევის ახლოს საქონლის მწყემსვის დროს დააკავეს. ისინი სამი დღის განმავლობაში ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდნენ.
5 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა.