"ქართველი ხალხი თავს ყოველთვის ევროპულად გრძნობდა", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, თავისუფლების მოედანზე შეკრებულ ხალხს, რომლებიც მოედანზე საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის დასახვედრად შეიკრიბა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქართველ ხალხს ევროპული არჩევანი ყოველთვის გაკეთებული ჰქონდა.
"ევროპული არჩევანი იყო ქრისტიანობა. ბიზანტიასთან ალიანსი, სოციალ დემოკრატია. ბოლშევიზმის წინააღმდეგ, როგორც პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტმა თქვა, საქართველოს და რუსეთი გზები ერთმანეთს დაშორდა. ჩვენ გზას ევროპაში მივყევართ. რუსეთის გზას კი უკან აზიაში. ბოლშევიზმის ჩვენში შემოეშვება, აქ მის გამეფებას და თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს სამუდამოდ დასამარებას, ევროპისგან სამუდამოდ მოწყვეტას ნიშნავდა",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქარველო დღეს ევროპისკენ კიდევ უფრო მეტად მიილტვის.
"ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ვირჩევთ ევროპულ დემოკრატიას", - განაცხადა პრეზიუდენტმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.