8 წლის წინ არსებული საქართველოს არშემდეგარი სახელმწიფოს აღდგენა უტოპიურ ოცნებას ჰგავდა. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ იგი ყოველთვის საკუთარ ხალხთან ერთად იყო.
"ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, რამხელა გზა გვაქვს ერთად გამოვლილი. მახსოვს 2003 წელი როდესაც ამ მოედნიდან ამ აივნიდან, პირველად მივმართე ქართველ ხალხს, ეს იყო ვარდების რევოლუციის, თქვენი რევოლუციის წინ. საქართველო იყო არშემდგარი სახელმწიფო და ჩვენ დაგპირდით, რომ რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, მას ევროპად ვაქცევდით. მაშინ ეს უტოპირ ოცნებას ჰგავდა. მაგრამ შეხედეთ რას მივაღწიეთ 8 წელიწადში და ნაკლებში. მე მაშინაც აქ ვიყავი თქვენთან ერთად 2008 წლის 1 სექტემბერს, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა შეუძლებელი შეძლეს 1 მილიონი ადამიანის ცოცხალი ჯაჭვი გააბეს დამპყრობელთა წინააღმდეგ", _ გაიხსენა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს ჯაჭვი იყო როგორც პროტესტის გამოხატულება ასევე იმედის გამოძახილი.
მისვე თქმით, "ჩვენ აღარ ვართ მარტო".
"მახსოვს გეუბნებოდით, რომ ჩვენ არ დავრჩებოდით მარტონი, რომ მიუხედავად ტანკებისა და ბომბდამშენებისა, უცხო ქვეყნის ჯარისა ჩვენს მიწაზე ჩვენ საბოლოოდ დაუბრუნდებოდით თავისუფალი და დემოკრატიულ ევროპულ ოჯახს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მაშინ მისი ეს ხმა განწირულ სულისკეთებას უფრო ჰგავდა.
"მაგრამ შეჩერდით და მიმოიხედეთ თქვენს გარშემო. ცოტა ხნით დაფიქრდით შეხედეთ სად ვიყავით მაშინ და სად ვართ ეხლა. დღეს ჩვენ აღარ ვართ მარტო. ეს არის შესრულებული დაპირება და ეს დღე საამაყოა ყველა ჩვენგანისთვის", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.