"ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, რა სასიამოვნოა და რა საამაყოა აქ რომ გხედავთ ასე მრავალრიცხოვნად შეკრებილებს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლის დასაწყისში. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ფრანგ კოლეგას ფრანგულ ენაზე მიესალმა.
"ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო ფრანგებო და თანამემამულენო. ხალხის ეს უზარმაზარი ტალღა და მთელი ქართველი ერი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას და რასაკვირველია, გამოთქვამს თავის მადლიერებას. რადგან 2008 წელს საქართველო თავის ისტორიაში ერთ ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადიოდა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ ენაზე და განაგრძო: "საქართველო დღესაც ნაწილობრივ ოკუპირებულ მდგომარეობაშია და ასი ათასობით ადამიანი კვლავაც მოწყვეტილია მშობლიურ კერას. რადგან ერთ მშვენიერ დღეს მტერმა გადაწყვიტა, რომ მათი მიწა, რომელიც მათი საკუთრება იყო ამიერიდან მათ აღარ ეკუთვნოდა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ყოველივე ამისა საქართველო დღეს მტკიცედ დგას დემოკრატიის გზაზე".