კომპანია "ნატახტარი" 8-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით ლუდის მოყვარულებს ახალ აქციაზე იწვევს. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც შეიძენს 2 ბოთლქარვას (1.5ლ), კასრს (1.5ლ) ან ნატახტარს (2.5ლ) საჩუქრად მიიღებს "ნატახტარის" მაისურს.აქცია მოქმედებს "გუდვილისა" (ვაკე, დიღომი) და "პოპულის" (მის: შარტავა #35/37, ვაჟას #2, პოპული GTC) ქსელებში 17:00-20:00 საათამდე.
სააქციო საზოგადოება „ლომისი" ჩამოყალიბდა 1991 წელს და მდინარე ქსნის პირას, ახალგორში, ლუდის პატარა ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ქარხანამ უმოკლეს ვადაში შეძლო პირველი პროდუქციის გამოშვება. მოგვიანებით, 2005 წლის სექტემბერში, სააქციო საზოგადოებამ „თიბისი ბანკისა" და EBRD-ის უპრეცენდენტო ინვესტიციების მოზიდვის შედეგად ააშენა და აამუშავა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლუდსახარში ნატახტარი. სოფლის დედაქალაქთან სიახლოვე და ნატახტრის წყლის უნიკალური თვისებები შესანიშნავ პირობებს ქმნიდა წარმატებული საწარმოს შესაქმნელად. კომპანიამ მართლაც უმოკლეს ვადაში მოახერხა ლიდერის სახელის მოპოვება.
2008 წელს ლუდსახარშის საქმიანობით დაინტერესდა, საერთაშორისო კორპორაცია Efes Breweries International, მან ლუდსახარშის 100%-იანი წილი შეიძინა, რომელიც მსოფლიოში ლუდის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, აქიდან გამომდინარე მენეჯმენტი დიდ ყურადღებას აქცევს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ხარისხის მართვას. ხორციელდება ინვესტიციები საწარმოო ხაზებსა და ლაბორატორიის უახლესი დანადგარებით აღჭურვისათვის.პროდუქციის მიკრობიოლოგიური და ჰიგიენური უსაფრთხოების სრული გარანტია უახლოესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიაა.
საწარმოში ტარაიონიზირებული ჰაერით და ულტრაი ისფერი სხივების საშუალებით სუფთავდება. პოლიეთილენის ბოთლები იფარება დამცავი გარსით, რაც პროდუქციის საშიში მინარევებისაგან დაცვას და შენახვის ხანგრძლივობას განაპირობებს. პროდუქციის ხარისხს კი უნიკალური თვისებებით გამორჩეული ნედლეული და ტექნიკური პერსონალის დახვეწილი ოსტატობა უზრუნველყოფს.
ლუდსახარშიქართული ლუდის ბაზრის 60%-მდე წილის მფლობელია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლუდის სამ ბრენდს (ნატახტარი, 3D [ტრიდე] დაეფესი), სამქვებრენდს(ნატახტარი კასრის, ნატახტარი ქარვა და ნატახტარი ექსტრა) და შვიდი დასახელების ლიმონათს.