საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში16:35 საათზე დაეშვა. აეროპორტში იმყოფებიან საფრანგეთის ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასევე იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტს პირადად უნდა დახვდა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები ევროპის სახლში გაემგზავრებიან ამის შემდეგ კი ორი ქვეყნის პრეზიდენტი თავისუფლების მოედნიდან ქართულ და მსოფლიო საზოგადოებას მიმართავენ.