საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტის მნიშვნელობას ნატოს მომავალ სამიტს უკავშირებს.
მისი თქმით, სამიტზე საქართველოსთვის საფრანგეთის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება.
"სარკოზის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია რა ფორმით მიმართავს ის ქართულ საზოგადოებას. ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება ის გზავნილები, რომელსაც დღეს თავისუფლების მოედანზე გაახმოვანებს. სარკოზის ვიზიტი მნიშვნელოვანია ასევე მომავალი ნატოს სამიტისთვის სადაც საფრანგეთის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება", - განაცხადა ქუთელიამ.