დავით აქუბარდია ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას ტელევიზიით უპასუხებს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ტელევიზიის დამფუძნებელმა, დავით აქუბარდიამ განუცხადა იგი ამ თემაზე სპეციალურ განცხადებას ტელევიზიით გააკეთებს.
„ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით არავითარ კომენტარს არ ვაკეთებ. მის შემოთავაზებაზე საღამოს ვუპასუხებ", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" აქუბარდიამ.
მიჰყიდის თუ არა ტელევიზიას ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, დღეს, 19:20 საათზე გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიის შეძენის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.