თურქეთმა შესაძლოა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია შეასრულოს, მაგრამ მისი ადგილი ევროპულ ოჯახში არ არის. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, ერევანში ყოფნისას, სოხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გააკეთა.
"ჩემი პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ჩემი პირადი დარწმუნებულობა იმაში გამოიხატება, რომ ევროკავშირი თურქეთისათვის არ არის", _ აცხადებს სარკოზი და აღნიშნავს: "თურქეთის როლი დიდია მსოფლიოსთვისაც და საფრანგეთისთვისაც. ის არის ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მაგრამ ეს როლი - ევროკავშირის ფარგლებში არ არის", _ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თურქეთმა სომხების გენოციდი უნდა აღიაროს, რასაც "სომხეთიც და საფრანგეთიც მშვიდობის ჟესტად ჩათვლიან".