დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა (მირზა) დავითაია იმედოვნებს, რომ ნიკოლა სარკოზის ვიზიტი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესზე ძალიან დადებითად იმოქმედებს. მისი თქმით, ეს ვიზიტი საქართველოსთვის ისტორიულია.
„სარკოზის ვიზიტი ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესია საქართველოს ისტორიაში. ეს ვიზიტი ადასტურებს ჩვენი დასავლური ორიენტაციისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ჩვენი უწყებისთვის ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საფრანგეთი არის ქვეყანა, სადაც მდებარეობს ლევილის მამული და მასზე განთავსებული სასახლე. იქ არის უმნიშვნელოვანესი არქივები და იქ ფუნქციონირებდა საქართველოს პირველი დემოკრატიული მთავრობა. წელს ჩვენ დავიწყეთ ამ მამულის გადმოცემაზე მუშაობა და დიასპორასთან ფაქტობრივად მივაღწიეთ შეთანხმებას და იქ კულტურული ცენტრის განთავსებაზე", - განაცხადა დავითაიამ.
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია თავად საფრანგეთის ხელისუფლების პოზიცია. დავითაია იმედოვნებს, რომ ეს ვიზიტი ძალიან დადებითად იმოქმედებს ამ პროცესზე.
მასალის გამოყენების პირობები