"ბოლოს და ბოლოს ჩვენი ძირითადი პარტნიორები გაერკვენ, უნდათ თუ არა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება და უახლოეს მომავალში გადაწყვიტონ ეს საკითხი", - ეს განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა საინვესტიციო ფორუმზე "როსია ზოვიოტ"-ზე გააკეთა.
"ჩვენს ძირითად პარტნიორებს ევროპასა და აშშ-ში სურთ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი იყოს თუ არ სურთ?", _ იკითხა პუტინმა და აღნიშნა: "არ არის საჭირო საქართველოს საკითხის უკან დამალვა, მის გარეშეც შეიძლება გაწევრიანება. თუკი მათ სურთ, ამის გაკეთება, ამას ძალიან მალე შეძლებენ, მით უფრო, რომ ძირითად კომპრომისებს ჩვენ უკვე მივაღწიეთ".
ამასთან, პუტინი ასევე აცხადებს, რომ "რუსეთს შეუძლია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოსთან უთანხმოების მოგვარების გარეშეც შევიდეს".