მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, ქართულ პოლიტიკაში მოსვლის პარალელურად, იმისათვის რათა "საზოგადოებას ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს" რუსეთში არსებული საკუთარი ბიზნესის რეალიზაციასა და რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას გეგმავს. ყოველივე ეს ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბიზნესმენმა დღეს გაავრცელა.
"ჩემი კაპიტალის დაახლოებით მესამედი, სხვადასხვა ბიზნესის სახით, მდებარეობს რუსეთში. იმისთვის, რომ პოლიტიკაში ჩემი ყოფნისას საზოგადოებას ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე მე მოვახდენ რუსეთში არსებული ბიზნესის რეალიზაციას. ამავე მიზეზით უარს ვამბობ ორმაგ მოქალაქეობაზე და უახლოეს დღეებში ჩავაბარებ რუსეთის და საფრანგეთის ქვეყნების პასპორტებს", _ წერს ივანიშვილი თავის განცხადებაში.