მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობის "დალაგების დაწყებასა" და "აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობისა და ურთიერთობის გაღრმავებას" აპირებს. ამის შესახებ ივანიშვილი თავისსავე გავრცელებულ განცხადებაში წერს.
"დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, გავაღრმავოთ აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობა და ინტეგრაცია", _ წერს მილიარდერი თავის განცხადებაში და აღნიშნავს, რომ სრულ და დაზუსტებულ ჩამონათვალს თუ რის გაკეთებას აპირებს, საზოგადოება, მის მიერ შექმნილი მომავალი პარტიის პროგრამაში იხილავს.