ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრემიერ მინისტრობას ან პარლამენტის თავმჯდომარეობას აპირებს. ამის სესახებ ნათქვამია მის მიერ გავცელებულ განცხადებაში.
განცხადებასი ივანიშვილი აღნიშნავს, რომ იგი პასუხისმგებლობას იკისტრებს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე და მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, ელიტარული კორუფციის აღმოფხვრაზე, დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაზე და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენაზე.
„პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მივიღო ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და პასუხისმგებლობა ვიკისრო მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რათა ბოლომდე აღმოიფხვრას ისეთი მასშტაბის ელიტარული კორუფცია, რომელშიც სააკაშვილის ახლანდელი მთავრობის მაღალი ეშელონებია ჩაფლული.
_ დავიწყოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და იგი შეუქცევად პროცესამდე მივიყვანოთ.
_ პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა", - ნათქვამია ივანისვილის განცხადებაში.