ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციური პარტიების დახმარების გადაწყვეტილება „2008 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ" მიიღო და პოლიტიკურ ძალებზე დაკვირვებას აწარმოებდა.
„2008 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ მე მივიღე გადაწყვეტილება, დახმარება გამეწია ოპოზიციური ძალებისთვის და სწორი არჩევნის გასაკეთებლად სერიოზულ დაკვირვებას ვაწარმოებდი, თუ ვის და როდის დავხმარებოდი. D
დავრწმუნდი, რომ პირადი მონაწილეობის გარეშე ძალიან გაჭირდებოდა საჭირო შედეგის მიღება, ამიტომაც გადავწყვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 წელი, პირადად გავუწიო კოორდინაცია შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს", - აცხადებს ივანიშვილი.