არასამთავრობო ორგანიზაციები საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, ფილარმონიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ . ამის შესახებ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერმა რამდენიმე დღის წინ გააკეთეს.
მათ შორის არიან - "ქართული აკადემია", "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს", "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა", "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" და სხვები.
მათი განცხადებით, ფილარმონიასთან გაიმართება აქცია, რომლის მიზანია საფრნგეთის პრეზიდენტა გაიგოს საზოგადოების იმ ნაწილის აზრი, რომელიც ხელისუფლებას მხარს არ უჭერს.
აქციაზე წარმოდგენილი იქნება სპეციალური მიმართვა საფრანგეთის პრეზიდენტისადმი, რომელშიც საუბარი იქნება ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და ხელისუფლების მიმართ არსებულ პრეტენზიებზე.
არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, დღევანდელ აქციას შეუერთდნენ და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირონ.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა და 17:30 საათზე თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვა.