აშშ-ს გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა კვლავ გააკრიტიკა თეთრი სახლის ავღანური კამპანია. მაკკრისტალის განცხადებით, ავღანეთში სამხედრო კამპანიის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა თალიბების ჩამოშორება ხელისუფლებიდან და ქვეყანაში ლეგიტიმური მთავრობის არჩევა.
"დასახული მიზნებიდან არც ერთი ჯერაც შესრულებული არ არის", - განაცხადა მაკკრისტალმა.
დღეის მდგომარეობით ავღანეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის 130 ათასი სამხედრო იმყოფება, რომელთაგან უმეტესობა აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელია.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, რომელიც გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდება, ბოლო 5 წლის განმავლობაში ავღანეთში სამხედრო მოქმედებების შედეგად 10 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.