რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის ყოველმხრივი დახმარების კურსს გააგრძელებს. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერ ალექსანდრე ანქვაბთან კრემლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.
"რუსეთი გააგრძელებს მოძმე აფხაზი ხალხის ყოველმრივ დახმარებას", _ განაცხადა მედვედევმა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მსვლელობისას განიხილებოდა ეკონომიკური საკითხები.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო ბრუნვა უფრო ბალანსირებული გახდეს", _ განაცხადა მედევდევმა და აღნიშნა, რომ "ორ ქვეყანანას შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შემდეგ სავაჭრო ბრუნვა გაორმაგდა".
დღეისათვის, მედვედევის თქმით, რუსეთ-აფხაზეთის მოლაპარაკებების ბაზა 60 მეტ ხელშეკრულებას ითვლის და კიდევ 30 მდე შეთანხმება ხელმოსაწერად მზადდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს კრემლში რუსეთის პრეზიდენტისა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის შეხვედრა გაიმართა.