რუსეთის პრეზიდენტრმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არსებული გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების შესახებ შეთანხმებების რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
"დღეს ხელი მოვაწერე რატიფიკაციის კანონს ჩვენი სამხედრო ბაზების შესახებ", _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან ალექსანდრე ანქვაბთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
მედვედევმა განაცხადა, რომ სამხედრო და სასაზღვრო სფეროებში თანამშრომლობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას უწყობს ხელს.
მედევედევის მიერ დღეს ხელმოწერილი ოროვე პროექტი რუსეთის დუმამ ჯერ კიდე 22 სექტემბერს მიიღო, ფედერაციის საბჭომ კი 28 სექტემბერს მოიწონა.
შეთანხმებებში საუბარია რუსი სამხედროების ყოფნაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში 49 წლის განმავლობაში, მათი შემდგომი პროლონგაციით 15-წლიანი პერიოდების განმავლობაში.
აფხაზეთში რუსეთის სამხრეთის ფედერალური ოლქის მე-7 სამხედრო ბაზაა დისლოცირებული, ცხინვალის რეგიონში კი მე-4 სამხედრო ბაზა.