სირიაში არეულობის დაწყების შემდეგ 2 900 კაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი ავრცელებს.
როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის პრესსპიკერმა განაცხადა, ეს მონაცემები ქვეყნის შიდა და გარე წყაროების ინფორმაციის საფუძველზე შედგა.
შეგახსენებთ, რომ სირიაში არეულობა 7 თვის წინ დაიწყო.