"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე ლონდონში, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო უნივერსიტეტის საექსპერტო ცენტრ "ჩეთემ ჰაუზში" სიტყვით გამოვიდა.
მოხსენება და საექპერტო საზოგადოებასთან დისკუსია 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მთავარი თემები საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება, მომავალი არჩევნები, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ევროინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობა იყო. გიორგი თარგამაძემ კონფლიქტური რეგიონების პრობლემის მოგვარების „ქრისტიან-დემოკრატიულ" ხედვაზეც ისაუბრა.
„საქართველო პატარა ქვეყანაა და რუსეთთან სამხედრო თვალსაზრისით უპირატესობას ვერ მოიპოვებს. ჩვენი ამოცანაა სისტემური მიდგომების შემუშავება და სტრატეგიული მოთმინება. აუცილებელია დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება და ლიბერალური, კონკურენტუნარიანი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება, რაც ჩვენი მთავარი იარაღი უნდა გახდეს" - განაცხადა თარგამაძემ.
საპარლამენტო უმციერესობის ლიდერი ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, მანჩესტერში კონსერვატიული პარტიის ყრილობას დაესწრო. პარალელურად შეხვედრები გამართა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან, „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე ასევე შეხვდა დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებს, თემთა და ქვედა პალატის დეპუტატებს.