Apple-ის შემქმნელის გარდაცვალების შემდეგ, გერმანიის ელექტრონულ ბირჟაზე Apple-ის აქციათა ფასი 2,5 %-ით დაეცა.
"აქციათა ფასის დაცემა იყო შოკის მომგვრელი"- განაცხადა ფრანკფურტის ბირჟის ტრეიდერმა ანდრეს ლიპკომ. ტრეიდერი დარწმუნებულია, რომ Apple-ის ახალი ხელმძღვანელი ყველაფერს გააკეთებს კომპანიის წარმატებისათვის.
სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში გარდაიცვალ, გარდაცვალების მიზეზად კი სიმსივნე დასახელდა, რომელსაც ჯობსი რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა.
სტივ ჯობსი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც კომერციული პოტენციალი დაინახა გრაფიკულ სამომხმარებლო ინტერფეისსა და თაგუნაში, რომელიც ქსეროქსის პალო-ალტოს კვლევით ცენტრში დამუშავდა, შემოიტანა რა ეს ინოვაციები Apple მაკინტოშის კომპიუტერებში. ჯობსი ასევე ითვლება Apple-ის კომპიუტერის ბოლოდროინდელი წარმატების მთავარ სულისჩამდგმელად უმთავრესწილად Apple აიპოდის მეშვეობით. ჯობსი ასევე მთავარი აღმ. დირექტორია პიქსარის, კომპიუტერული ანიმაციური ფილმების წამყვანი პროდიუსერი კომპანია, რომელსაც ეკუთვნის ფილმები „Incredibles" და „Toy Story" სერია.