ბიძინა ივანიშვილის პრესმდივნად ირაკლი ტრიპოლსკი დაინიშნა, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანია "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ირაკლი ტრიპოლსკი შემდგომში ბიძინა ივანიშვილის პარტიის პრესმდივანი იქნება.
ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიას ქმნის.
"მე გადავწყვიტე, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში", - ეს არის ამონარიდი მისი განცხადებიდან, რომელიც "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურმა გუშინ გაავრცელა.პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის განცხადების სრული ტექსტი 7 ოქტომბერს გავრცელდება.
რაც შეხება ირაკლი ტრიპოლსკის, იგი ტელეკომპანია "მე-9" არხის ხელმძღვანელი, შემდეგ - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. ტრიპოლსკიმ ეს თანამდებობა 2008 წლის მაისში დატოვა და ამის მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ასრულებს საზოგადოების დაკვეთას".