საფონდო ბიჟებზე ქართული ენერგოკომპანიების აქციათა 24 %-ის გატანა მოხდება. როგორც დღეს საკომიტეტო მოსმენაზე, ენერეგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განმარტა, სახელმწიფო უცხოურ ბირჟებზე ნავთობისა და გაზის კომპანიის აქციების მხოლოდ 24 % გატანას გეგმავს.
მისი თქმით, აქციების ლონდონის და ვარშავის ბირჯებზე განთავსება იგეგმება.
მინისტრის ინფორმაციით, ენერგოკომპანიების IPO-თან დაკავშირებით, მთავრობა ამ დროისათვის საკონსულტაციო კომპანიებთან მართავს მოლაპარაკებებს.