რუსული არმია ყაზარმებზე უარს აცხადებს და მათ საერთო საცხოვრებლებითა და სამსახურებრივი ბინებით ჩანაცვლებას აპირებს. ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი პანკოვმა გააკეთა.
"ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ცნება ყაზარმა, რომელიც რუსეთის ჯარისათვის საუკუნეების განმავლობაში არ იყო უცხო, წარსულში დარჩეს და მის ნაცვლად დამკვიდრდეს ახალი ცნება - საერთო საცხოვრებელი. კონტრაქტით მომსახურეებისათვის კი ჩვენ სამსახურებრივ ბინას გამოვყოფთ", _ განაცხადა პანკოვმა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის ქვეით ჯარში კონტრაქტით მომსახურე ჯარისკაცი დაკავებული თანამდებობისგან გამომდინარე ყოველთვიურად 28 დან 35 ათას რუსულ რუბლამდე მიიღებს.