გაეროს რეზოლუციას, რომელიც სირიაში მიმდინარე მოვლენების დასაგმობად შეიქმნა, რუსეთმა და ჩინეთმა ვეტო დაადეს. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება. რეზოლუციაში მკაცრად იყო გაკრიტიკებული სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ძალადობრივი ქმედებები საკუთარი ხალხის მიმართ.
რუსეთის ელჩის გაეროში ვიტალი ჩურკინის განცხადებით, საჭიროა სირიაში მშვიდობიანი გზებით დარეგულირდეს სიტუაცია. მისი თქმით, სირიაში აუცილებელია ეროვნული დიალოგი დაიწყოს, რეზოლუცია კი ამის საშუალებას არ იძლევა.
შეერთებული შტატების ელჩი გაეროში სუსან რაისი მიიჩნევს, რომ ჩინეთისა და რუსეთის ვეტო არ იყო სამშვიდობი ხასიათის და ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი,
"ეს არ არის ლიბია და სირიაში სამხედრო ინტერვენციას არავინ აპირებს. მათი ნაბიჯი არის ხრიკი, რათა სირიელი ხალხის ნაცვლად ასადის მთავრობას მიყიდოს", - განაცხადა სუსან რაისი.