ირანი თურქეთს მიუხედავად თელავივთან არსებული კონფლიქტისა ირანის ისლამური რესპუბლიკისათვის ისრაელის განადგურებაში ხელის შეშლის მცდელობაში ადანაშაულებს. ეს განცხადება ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა გააკეთა და აღნიშნა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ხნის წინ თანხმობა განაცხადა, რომ თავის ტერიტორიაზე ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო რადარი განეთავსებინა.
ირანი თურქეთის ამ გადაწყვეტილებით უკიდურესად უკმაყოფილოა. თეირანში მიიჩნევენ, რომ ამით ანკარა შესაძლო განადგურებისგან "სიონისტური რეჟიმის"დაცვას ცდილობს.
"ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო რადარი სიონისტური რეჟიმის დაცვისკენაა მიმართული. მათ არ სურთ, რომ ჩვენმა რაკეტებმა ოკუპირებულ ტერიტორიებს დაარტყან იმ შემთხვევაში, თუკი ერთხელაც სიონისტური რეჟიმი ჩვენს წინააღმდეგ აგრესიას მიმართავს. აი რატომ დადგეს მათ ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო რადარი იქ", _ აცხადებს აჰმადინეჯადი ირანელი ხალხისადმი მიმართვაში. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მაჰმუდ აჰმადინეჯადი ასევე აცხადებს, რომ თეირანმა უკვე აუწყა "თავის თურქ მეგობრებს იმის შესახებ, რომ მათ თავისსავე საზიანოდ არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს".
"თუმცა, ვერავითარი ფარი ვერ დაიცავს სიონისტური რეჟიმის კრახს", _ აცხადებს ირანის პრეზიდენტი.