მოვიდა დრო ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება!!! - ასე ეხმიანება ბერა ივანიშვილი მამამისის, ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას.
ბერა ივანიშვილმა "ქართუ ჯგუფის" მიერ დღეს გავრცელებული განცხადება სოციალურ ქსელ "ფეისბუკზე" საკუთარ ფან.გვერდზე გამოაქვეყნა.
„მე გადავწყვიტე შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში", - ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან, რომელიც "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
"ეს გახლავთ ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან, რომლის მთლიან ტექსტს გაეცნობით ორი დღის შემდეგ, 7 ოქტომბერს", - ნათქვამია განცხადებაში.