სპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიგი წერეთელის განცხადებით, ივანიშვილის გადასაწყვეტია პოლიტიკაში წასვლა, თუმცა ეს კარგი პროექტების კეთებაზე ნაკლებად სასიამოვნოა.
"ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი რამ ბუნდოვანია. ჯერ მხოლოდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს პარტიის შექმნას და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. მიმაჩნია, რომ მოვლენა პოლიტიკაში ჩვეულებრივია. მისი გადასაწყვეტია რამდენად უნდა ახალ ამპლუაში ყოფნა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ნაკლებად სასიამოვნოა, ვიდრე კარგი პროექტების კეთება. ამ ეტაპზე არ შემიძლია იმის თქმა, რამდენად აქტიურად იქნება ჩართული პოლიტიკურ ასპარეზში. ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი რაც განცხადებები გაკეთდება მისი ან მისი მხარდამჭერების მხრიდან", - განაცხადა წერეთელმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, იქნება კითხვებიც თუ რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა ამ ნაბიჯის გადადგმა.
"ადამიანებს აქვთ მომენტი, როდესაც განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ. ეს მისი არჩევანია და ჯერჯერობით მეტს ვერაფერს ვიტყვი. საპარლამენტო არჩევნებს პოპულარობა არ განსაზღვრას. მნიშვნელოვანია ორგანიზაციული მხარე და გუნდი. რაც შეეხება ფინანსებს, არა მგონია მის გუნდს ამაში რამე გაუჭირდეს. ვინა არის ეს გუნდი, რა ადამიანები არიან, ეს არ გვინახავს და წინასწარ განსაზღვრა ამ დროისთვის ძნელია", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.
„მე გადავწყვიტე შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში", - ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან, რომელიც "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
"ეს გახლავთ ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან, რომლის მთლიან ტექსტს გაეცნობით ორი დღის შემდეგ, 7 ოქტომბერს", - ნათქვაია განცხადებაში.