საბერძნეთში სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ათასობით ადამიანი 24-საათიან გაფიცვაში მიიღებს მონაწილეობას.
პროტესტი მიმართილია მთავრობის მკაცრი ანტიკრიზისული ღონისძიებების წინააღმდეგ.
24 საათის განმავლობაში შეწყდება ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისის მიღება და გაფერენა.
ავიატორების გარდა გაფიცვაში მონაწილეობენ სახელმწიფო დაწესებულებები, სადაზღვევო ფონდები, საგადასახადო სამსახური, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში მხოლოდ მორიგე პერსონალი იმუშაავებს.
გაფიცვას უერთდებიან მასწავლებლები, ადვოკატები, საბორნე მიმოსვლის უზრუნველყოფისა და რკინიგზის თანამშრომლები.
პროფკავშირები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო დაწესებულებების 30 ათასი თანამშრომლის დათხოვნას და მათთვის მკვეთრად შემცირებული შემწეობების გაცემას, ხოლო იმათთვის ვინც გააგრძელებს საქმიანობას შრომის ანაზღაურების შემცირებას.