ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი თურქეთის გადაწყვეტილების _ საკუთარ ტერიტორიაზე ნატოს რადიოლოკაციური სისტემის გათვასების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატრა თურქეთის ხელისუფკლება და ტელეინტერვიუში აღნიშნა, რომ რადარი გათვალისწინებულია ისრაელის დასაცავად ირანთან შესაძლო შეარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში.
შეგახსენებთ რომ, სექტემბერში ანკარა დათანმხდა საკუთარ ტერიტორიაზე ნატოს რადარების განთავსებას. თურქეტის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, რადარი არ იქნება მიმართული რომელიმე კონკრეტული ძალის წინააღმდეგ.
რადარი ირანის საზღვრიდან 700 კილომეტრში, მალატიის პროვინციაში გნათავსდება.