ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი მე-18 რაუნდი ჟენევაში მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა მოლაპარაკებების მე-17 რაუნდის დასრულების შემდეგ გააკეთა.
"მთავარი რაც მონაწილეებმა აღნიშნეს, იყო ის, რომ სიტუაცია მთლიანობაში შედარებით სტაბილურია და ჟენევის მოლაპარაკებების სამი წლისთავს, რომელიც ერთი კვირის შემდეგ აღინიშნება მთავარი შედეგი აქვს ის, რომ სიტუაცია მთლიანობაში სტაბილურია", _ აცხადებს კარასინი და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყოველივე ამისა, დიპლომატის თქმით, ამიერკავკასიაში რჩება ერთი და იგივე პრობლემა: "საქართველო და დასავლეთის ქვეყნები და უპირველეს ყოვლისა აშშ და ევროკავშირი უარს აცხადებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და მათ კონფლიქტურ ზონებად განიხილავს".
"ეს მთავარი პრობლემაა", _ აღნიშნავს კარასინი.