მოსკოვის ცენტრში ტრიუმფალურ მოედანზე პოლიციამ ოპოზიციის აქცია აღკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აქცია არასანქცირებული იყო.
"რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდა ადამიანმა აქციის ჩატარება სცადეს, რომელიც ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. აქციის მონაწილეთა ლოზუნგი იყო - "არჩევნები ოპოზიციის გარეშე - დანაშაულია". მათ ასევე დაყარეს ფურცლები", _ იუწყება რუსული მედია.
მილიციის თანამშრომლები აკავებდნე აქციის მონაწილეებს და ისინი ავტობუსებში გადაჰყავდათ.