ცხრა თვეში აჭარაში 1 მლნ. 69 ათას 855 ვიზიტორი იმყოფებოდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2011 წლის იანვარ-სექტემბერში, სულ აჭარაში 1 მლნ. 69 ათას 855 ვიზიტორი ჩავიდა, რაც წინა წლის იანვარ-სექტემბრთან შედარებით 28,7%-ით მეტია, ხოლო 2009-თან შედარებით კი 133,5%-ით მეტი.
სტატსტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2010 წლის იანვარ-სექტემბერში სულ აჭარაში 831 ათას 578 ვიზიტორი იმყოფებოდა, ხოლო 2009 წლის იანვარ- სექტემბერში კი 458 ათას 1 ვიზიტორი.
2011 წლის იანვარ-სექტეემბერის თვეში აჭარაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 378 ათას 934 ვიზიტორით განისაზღვრა, რაც 2010 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით 40,6%-ით მეტია. 2010 წლის სექტემბერში აჭარას 269 ათას 426 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა, ხოლო 2009 წელს კი 138 ათას 813 ვიზიტორი.
მასალის გამოყენების პირობები