მობილურმა ოპერატორმა ბილაინმა მომხმარებლებს დღეიდან ახალი სატარიფო გეგმა " წრე " შესთავაზა. ახალი სატარიფო გეგმის მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძელევათ, ამავე სატარიფო გეგმის ბილაინის აბონენტებს, ესაუბრონ და სმს- ები გაუგზავნონ 0 თეთრად.
ზარის წამოწყების და პირველი სმს-ის გაგზავნის ღირებულება 4 თეთრია.
სატარიფო გეგმა " წრის " მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ მობილური ინტერნეტის გამოყენებით Facebook- ზე უფასოდ შევიდნენ, იკონტაქტონ , ნახონ ვიდეოები, ფოტოები , გააკეთონ კომენტარები , შეუზღუდავად ისარგებლონ სოციალური ქსელით ყოველგვარი გადასახადის გარეშე.
სატარიფო გეგმა " წრის " მომხმარებლებისთვის ბილაინის სხვა აბონენტებთან ერთი სმს-ის გაგზავნის ღირებულება 4 თეთრია, მმს-ის 4 თეთრი, ერთი მეგაბიტი ინტერნეტი-14 თეთრი, ხოლო ზარები ბილაინის აბონენტებთან 4 თეთრი, სხვა ქსელზე კი 14 თეთრი.
სატარიფო გეგმაზე გადასვლის ღირებულება ბილაინის სხვა სატარიფო გეგმებიდან 2 ლარია, " წრის " მომხმარებელს არ უწევს გადაიხადოს სააბონენტო გადასახადი.
"წრის " არჩევა შეუძლიათ როგორც არსებულ, ასე ახალ თუ პორტირებულ აბონენტებს.
პორტირებისთვის და ბილაინის ქსელში ჩართვისთვის, მსურველებმა ბილაინის ოფისებს და სადილერო სალონებს უნდა მიმართონ. სატარიფო გეგმაზე გადასვლა შესაძლებელია 5 ოქტომბრიდან, 067412051 ზე დარეკვით, ან სმს-ის გაგზავნით ნომერზე 0674 ტექსტით 051. " სატარიფო გეგმა წრე, ნამდვილად რევოლუციური შეთავაზებაა საქართველოს ბაზარზე. ჯერ არც ერთ კომპანიას არ შეუთავაზება უფასო ურთიერთობის საშუალება ყველა მიმართულებით , როგორც საუბრის, სმს-ების და სოციალურ ქსელების გამოყენებით . Facebook -ის ოფიციალურ სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, საქართველოში Facebook -ს 600 ათასზე მეტი მომხარებელი ყავს, დიდი ნაწილი, სოციალურ ქსელში მობილურის საშუალებით შედის, ასე რომ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სატარიფო გეგმა განსაკუთრებულ აჟიოტაჟს გამოიწვევს როგორც ჩვენი ასევე სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიების აბონენტებს მხრიდან", - განაცხადა ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ.