საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლა ორივე მხარის სურვილმა განაპირობა. მისი თქმით, სიტყვით გამოსვლაზე დიდი სურვილი ფრანგულმა მხარემაც გამოთქვა.
"სიტყვით გამოსვლა ორმხირივი ინიციატივა იყო. ფრანგული მხარის სურვილი იყო ასეთი სახით მომხდარიყო კომუნიკაცია ქართველ ხალხთან", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძის თქმით, სარკოზის ვიზიტი გარდამტეხი გახდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გზაზე.
"მოგეხსენებათ, სარკოზი გახლავთ ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მძიმე, ომის დღეებში ჩამოვიდა საქართველოში და ქართველი ხალხის გვერდით დადგა. მისი ჩამოსვლა არის დადასტურება იმ მხარდაჭერის, რომელსაც საფრანგეთი საქართველოს მისამართით იჩენს", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, სარკოზის ვიზიტის მთავარი მიზეზი ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებია. მანჯგალაძის თქმით, სავარაუდოდ, ვიზიტისას საუბარი იქნება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებაზე, რომლის გაფორმებაშიც გადამწყვეტი როლი სარკოზმა თქვა.