აჭარის 9 თვის ბიუჯეტი 11,7 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, რეგიონის ბიუჯეტის იანვარ-სექტემბრის გეგმა 108 მლნ. 886 ათას 700 ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა შესრულებამ 121 მლნ. 611 ათას 100 ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 9 თვის ბიუჯეტის გეგმა 111,7 %-ით შესრულდა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის გადასახადების მუხლის გეგმა 74 მლნ. 904 ათას 200 ლარი იყო, შესრულებამ კი 89 მლნ. 87 ათას 300 ლარი შეადგინა. სტატისტიკური ინფორმაციით თანახმად, სხვა შემოსავლების მუხლი 37,1 %-ის გადაჭარბებით შესრულდა. აწარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სხვა შემოსავლების მუხლის გეგმა 11 მლნ. 923 ათას 900 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 16 მლნ. 348 ათას 900 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება არაფინანსური აქტივების მუხლს, ის მხოლოდ 73,3 %-ით შესრულდა. მისი გეგმა 22 მლნ. 58 ათას 600 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 16 მლნ. 174 ათას 900 ლარი შეადგინა.
მუნიციპალური ერთეულებიდან 163,9 %-ით შესრულდა შუახევის ბიუჯეტი. ხელვაჩაურის ბიუჯეტი 9 თვის განმავლობაში შესრულებულია 123,8 %-ით, ბათუმის ბიუჯეტი - 114,4 %-ით, ქედას ბიუჯეტი - 111,6 %-ით. იანვარ-სექტემბერში გარღვევა დაფიქსირდა ხულოსა (97,5 %) და ქობულეთის (97,3 %) მუნიციპალურ ბიუჯეტებში.