"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი მანჩესტერში გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბიენეტის წევრებსა და პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატებს შეხვდა. გიორგი თარგამაძე და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ლიამ ფოქსი ერთი-ერთზე შეხვედრისას ავღანეთში სამშვიდობო და ანტიტერორისტულ ოპერაციებში. ბრიტანელი და ქართველი ჯარისკაცების ერთობლივ მონაწილეობას შეეხნენ. ფოქსმა დადებითად შეაფასა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მომზადება და მათი წვლილი ტერორიზმთან ბრძოლაში. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს.
ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა შეხვედრები გამართა ბრიტანეთის კულტურის, სპორტისა და ოლიმპიადის მინისტრთან ჯერემი ფოქსთან, ასევე თემთა პალატის დეპუტატებთან, ევროპარლამენტის სპიკერთან საგარეო საქმეთა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ჩარლზ ტენოკთან.
გიორგი თარგამაძე და პარტიის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე მანჩესტერში ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მიწვევით იმყოფებიან. კონსერვატიული პარტიის ყრილობის ფარგლებში გუშინ გიორგი თარგამაძე გაერთინაებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს დევიდ კამერონს შეხვდა. დაგეგმილია "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან უილიამ ჰეიგთან და ევროპის საქმეთა მინისტრთან დევიდ ლიდინგტონთან.
6 ოქტომბერს გიორგი თარგამაძე ლონდონში საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო უნივერსიტეტის საექსპერტო ცენტრ "ჩეთემ ჰაუზში" სიტყვით გამოვა.