„ქრისტიან-დემოკრატები" თელავის შუალედური არჩევნების შედეგებს აფასებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა ლალიაშვილის განცხადებით, გიორგი თარგამაძის პოლიტიკური გუნდისთვის ეს იყო როგორც საკუთარი ისე „ნაციონალური მოძრაობის" შესაძლებლობების, ტესტი.
„იმ პირობებში როცა ჩვენ ლიმიტირებული რესურსებით ვიყავით ჩართული პროცესში, მმართველმა პარტიამ კი მთელი სახლმწიფო მანქანა აამუშავა და არც ფინანსები დაზოგა, მივიღეთ შედეგი, რისი ანალიზიც მომავალი, დიდი არჩევნებისთვს მზადებაში დაგვეხმარება. წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ სახელიუფლებო პარტიამ ვერ მოახერხა ეროვნული უმცირესობით დასახლებული უბნების ტრადიციული წესით გაყალბება" - განაცხადა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ექსცესები არ ყოფილა, თუმცა არჩევნების პროცესში „ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლებმა დააფიქსირეს რამდენიმე დარღვევა და საჩივრებიც შეიტანეს საოლქო კომისიაში.
მასალის გამოყენების პირობები