საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი ევროკავშირში საქართველოსა და უკრაინის დაჩქარებული წესით შესვლის წინააღმდეგ გამოვიდა, წერს "ფრანს პრესი.
ვარშავაში "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე" ფიონმა განაცხადა, რომ მას კარგად ესმის, საქართველოსა და ურიანის მოლოდინის შესახებ, თუმცა არაფექტურად მიიჩნია დღესვე დაწყებულიყო დებატები ამ ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ამის შესახებ "ფრანს პრესს" საკუთარმა წყარომ აცნობა.
იგივე წყარო აღნიშნავს, რომ ევროკავშირი გაფართოების თემით "დაიღალა".
დასავლეთში დომინირებს მოსაზრება, რომ ისეთი ქვეყნები როგორებიცაა ბულგარეთი და რუმინეთი, რომლებიც ევროკავშირში 2007 წელს შევიდნენ, გაერთიანებაში ნაადრევად მოხვდნენ.
"ფრანს პრესი" წერს, რომ ფიონის განცხადებამ, იმედები გაუცრუა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც რეგულარულად გამოხატავს "გაცხოველებულ" სურვილს ევროკავშირში გაერთიანებაზე.