ფილიპინებში, ტაიფუნს 59 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანას ერთდროულად ორი ტაიფუნი დაატყდა თავს. ნესატმა 55 ადამიანი შეიწირა, ნალგაემ კი 4.
ბულაკანისა და პამპანგას პროვინციებში რამდენიმე ქალაქი მთლიანად წყლით დაიფარა. 43 000 სახლი დაინგრა სტიქიის შედეგად. ტაიფუნების შედეგად გამოწვეულმა ზარალმა ამ დროისთვის 8 მილიარდი ფილიპინური პესო ( 183 მილიონი დოლარი) შეადგინა.