საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედური არჩევნებს წინასწარი შედეგებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ვასილ დავითაშვილი ლიდერობს. ამ დროისთვის დათვლილია 54 უბნის ხმები. ცეესკოს ინფორმაციით, აღნიშნულ უბნების შედეგების მიხედვით, დავითაშვილმა 16790 ხმა მოაგროვა (84,33%). მეორე ადგილზე „ქრისტიან-დემოკრატი" კანდიდატი ნიკოლოზ ლაშხია 2179 ხმით (10,94%). მესამე კანდიდატს ვასილ არაბულს, რომელიც „მრეწველების სახელით მონაწილეობს არჩევნებში 54 უბანში 940 ხმა (4,72%) აქვს მოგროვებული.
№17 თელავის საარჩევნო ოლქის ყველა საარჩევნო უბანში 20:00 საათზე კენჭისყრა დასრულდა. არჩევნებში მონაწილეობა დაახლოებით 21 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 36%-ია.
ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად და ექსცესების გარეშე, კენჭისყრა შეუფერხებლად მიმდინარეობდა. ცესკო-ს ცნობით, უბნებზე არ დაფიქსირებულა რაიმე სერიოზული სახის დარღვევა.