ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 14 687 (25,81%) ამომრჩეველმა. სულ 56 898 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
№17 თელავის საარჩევნო ოლქში კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო, ცესკოს მონაცემებით გაიხსნა ყველა საარჩევნო უბანი.
კენჭისყრა შეუფერხებლად მიმდინარეობს, უბნებზე არ არის დაფიქსირებული რაიმე სერიოზული სახის დარღვევა.
არჩევნებში სამი პოლიტიკური პარტია მონაწილეობს - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა".
ნაციონალური მოძრაობიდან კენჭს თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი იყრის; ქრისტიან-დემოკრატებიდან -პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ლაშხი, ხოლო „მრეწველებიდან" თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვასილ არაბული.