კამბოჯაში, აგვისტოდან დღემდე, წყალდიდობებს 150 ადამიანი ემსხვერპლა. სამხრეთ აზიის ქვეყანაში 2000 წლის შემდეგ წყალდიდობისგან გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობა ამ რიცხვამდე არ ასულა. 2000 წელს, სტიქიებს 347 ადამიანი ემსხვერპლა.
კამბოჯის მთავრობის პრესსპიკერ კეო ვუს თქმით, მეკონგისა და სხვა მდინარეების ადიდებამ 271 000 ჰექტარი ბრინჯის ყანა, 904 სკოლის შენობა და 361 ბუდისტური ტაძარი დააზიანა.
მასალის გამოყენების პირობები